Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო და ბუფონი ვიდალის იუვეში დაბრუნებას ცდილობენ

რამდენიმე წყარო იუწყება, რომ პირლოს არტურო ვიდალის იუვენტუსში დაბრუნება სურს და ის და ბუფონი ჩილელ ფეხბურთელს ტელეფონზე ამ თემასთან დაკავშირებით უკვე ესაუბრნენ.

33 წლის ფეხბურთელი ტურინში 2015 წლამდე თამაშობდა, შემდეგ ის ბაიერნში გადავიდა, ბოლო 2 წელი კი ბარსელონას ღირსებას იცავს.

ბლაუგრანაში რონალდ კუმანის მისვლის შემდეგ, გუნდში დიდი ცვლილებები იგეგმება და არტურო ვიდალი გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს.

La Cuarta, ერთ-ერთი სპორტული გამოცემა ჩილეში, ირწმუნება, რომ ვიდალი პირლოს და ბუფონის ზარმა ძალიან გაახარა და იუვენტუსში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.

პირლო არტურო ვიდალს რეგულარულ სათამაშო დროს დაჰპირდა და იუვენტუსი ბარსელონას ჩილელი ფეხბურთელის ტრანსფერზე უმოკლეს დროში მიმართავს.

Leave a Reply

Your email address will not be published.