Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო და იუვე კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ანდრეა პირლოსთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს.

ანდრეა პირლომ იუვენტუსი გასული სეზონის სტარტზე ჩაიბარა და გუნდთან ერთად 2 ტიტული მოიგო, თუმცა მაესტრომ ზედიზედ მე-10 სკუდეტოს მოპოვება ვერ მოახერხა და ის გუნდიდან გაუშვეს.

პირლოს იუვენტუსთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ მას ბოლო დღეებში ბარსელონას აქტიურად უკავშრებენ და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ანდრეა პირლომ იუვენტუსთან კონტრაქტის შეწყვეტაზე მუშაობა დაიწყეს და თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მაესტროს ხილვა ბლაუგრანას თავკაცის პოზიციაზე რეალური გახდება.