Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ დე ლიხტი პორტუსთან ვერ ითამაშებს…“

ანდრეა პირლომ პორტუსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ ტექნიკურად გამართული მატჩის ჩატარება მოგვიწევს, რადგან ჩვენი მეტოქე ძალიან კომპაქტური გუნდია, რომელიც ორი მჭიდრო ხაზით თამაშობს.

„მოედანზე ფიქრისთვის ძალიან ცოტა დრო და სივრცე იქნება. ჩვენ ტექნიკურები უნდა ვიყოთ, არ ავჩქარდეთ და ბევრი ვიმოძრაოთ.

„ტრავმირებულებს რაც შეეხება, დე ლიხტმა დღეს გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა და ხვალ ვერ დაგვეხმარება. მის გარდა თითმის ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია, რაც ძალიან კარგია, თუმცა ზოგიერთი მათგანი 100 პროცენტით მზად არ არის.

„კიელინი თავს კარგად გრძნობს და ვფიქრობ, რომ ხვალ თამაშს მოახერხებს. არტური შესაძლოა სასტარტოში ვიხილოთ და ვნახოთ, რამდენ ხანს მოახერხებს თამაშს.

„მაკკენი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ჯერჯერობით ის მთელი მატჩის თამაშისთვის მზად არ არის, ამიტომ მის გამოყენებას საუკეთესო გზით შევეცდებით.

„მორატა განვითარებას განაგრძობს, რადგან ის ამბიციური და ჭკვიანი ფეხბურთელია. ის მეტოქეებს ყოველთვის კარგად სწავლობს და მათი სისუსტეების გამოყენება კარგად შეუძლია.

„რას ველოდები კრიშტიანუსგან ? ასეთი ტიპის თამაშები მისი სტიქიაა, ჩვენ ეს არაერთხელ ვნახეთ. მან ბოლო დღეებში სპეციალური ვარჯიშები გაიარა და ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად არის.

„ბერნარდესკი მარცხენა მცველის პოზიციაზე ? მე მას ზაფხულში ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მისი მახასიათებლების გამო ფედეს მარცხენა მცველის პოზიციაზე განვიხილავდი.

„მან მითხრა, რომ გუნდის გამო მზად იყო, მაგრამ დროის უქონლობის გამო ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. ახლა ის ამ პოზიციაზე იხვეწება და არ არის გამორიცხული, რომ ხვალინდელ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.“

ჩემპიონთა ლიგიდან ადრეულად გამოვარდნის გამო იუვენტუსმა მაქს ალეგრი და მაურიციო სარი გაათავისუფლეს. არის თუ არა ხვალინდელი მატჩი გადამწყვეტი ?

„ასე რომ ვფიქრობდე, აქ არ ვიქნებოდი. ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, მაგრამ მე თითოეულ შეხვედრას დიდი ყურადღებით ვეკიდები. ჩემს მომავალს გუნდი გადაწყვეტს, რომელიც ჩემს შედეგებს სეზონის ბოლოს განიხილავს.

„მე ყოველდღე ბევრს ვმუშაობ, ვიცი ჩემი და გუნდის პროექტი და სხვა არაფერი მადარდებს. ეს თამაში ჩვენთვის ფინალის ტოლფასია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

„პირველ შეხვედრას ძალიან ბევრჯერ ვუყურეთ და გეგმა შევიმუშავეთ. ამ მატჩშის პირველ წუთებში ძალიან ცუდი შეცდომა დავუშვით, რაც მთელი თამაშის მიმდინარეობა შეცვალა.

„იუვენტუსმა დაშვებული შეცდომებისგან სწორი დასკვნები გამოიტანა და ამ შეხვედრისთვის მზად ვართ.“