Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ დიბალას მუხლის დაზიანება აქვს, მაკკენი…“

ანდრეა პირლომ სასუოლოს დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ფეხბურთელების შეფასებების და მიმოხილვის სანახავად დააკლიკეთ აქ.

„დიბალამ დაზიანება მუხლის იოგებზე მიიღო. ჩვენ მის მდგომარეობას დავაკვირდებით, იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია.

„მაკკენის მცირე კუნთის პრობლემა გუშინაც ჰქონდა, დღეს კი ქუსლის არეში ტკივილი იგრძნო და მისი შეცვლა გადავწყვიტეთ.

„დღეს გამარჯვება ძალიან მნიშნელოვანი იყო. გვჭირდებოდა, რომ სტაბილურობა შეგვეძინა, წინააღმდეგ შემთხვევაში სან სიროზე მოგებული მატჩი აზრს დაკარგავდა.

„დღეს ჩვენ ნაკლებად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებდით, თუმცა მონდომების და გამარჯვების სურვილის ხარჯზე 3 ქულის მოპოვება მოვახერხეთ.

„გაშვებული გოლის მომენტში ჩვენი ნახევარმცველები ზედმეტად პასიურები იყვნენ, ცენტრალურმა მცველებმა კი პოზიცია დაკარგეს, მათ დაფრელს ძალიან ბევრი სივრცე დაუტოვეს, რომელმაც ბურთ შესანიშნავად დაამუშავა და გოლი გაგვიტანა.

„ინტერთან მატჩი ? ასეთი შეხვედრები ყოველთვის გამორჩეულია და კონცენტრაციის დონეს და დაძაბულობას საგრძნობლად ზრდის. ახლა ჩვენ კოპას თამაშზე ვფიქრობთ, შემდეგ კი ინტერთან შეხვედრისთვის დავიწყებთ მზადებას.

„ჩვენ ვართ იუვენტუსი და უნდა შევეგუოთ იმ ზეწოლას, რასაც ჩვენ ყველა მატჩში განვიცდით. ჩვენ ყველა მატჩში 3 ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ყველა თამაშს ისე უნდა მივუდგეთ, თითქოს ეს ფინალი იყოს, სეზონის ბოლოს კი ვნახავთ, სად ვიქნებით.“

გათიშვა