Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ დიბალა მზად არის, არტური ვერ დაგვეხმარება…“

ანდრეა პირლომ ფიორენტინასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„დიბალამ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ვფიქრობ, რომ ხვალ ის ჩვენს დახმარებას მოახერხებს.

„დემირალი თავს უკეთესად გრძნობს და არც მისი თამაშია გამორიცხული, სამწუხაროდ არტურმა ტრავმის მოშუშება ვერ მოახერხა და ის განაცხადში არ იქნება.“

ანდრეა პირლო ხვალ ჩეზარე პრანდელის დაუპირისპირდება, რომელიც მაესტროს მწვრთნელი იტალიის ნაკრებში 2010-14 წლებში გახლდათ.

„მასთან დაკავშირებით შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. ჩვენ ევროპის ფინალს მივაღწიეთ და მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშეთ. წარმოშობით ორივე ბრეშადან ვართ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ის შესანიშნავი მწვრთნელი და ბედნიერი ვარ, რომ ხვალ მისი ნახვის საშუალება მომეცემა.

„ფიორენტინას კარგი დრო ნამდვილად არ უდგას, თუმცა ყველამ ვიცით, რომ მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ. მათ შემადგენლობაში ფიზიკურად ძალიან ძლიერი დუსან ვლაჰოვიჩი და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ფრანკ რიბერი ჰყავთ, თავს ძალიან ღრმად იცავენ და კონტრ-შეტევებზე თამაშობენ, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.“

იუვენტუსმა ბოლო 4 მატჩში 3-ის მოგება მოახერხა.

„პარმასთან ძალიან კარგად ვითამაშეთ, რაც მენტალობის დამსახურება იყო. ჩვენ გაბრაზებულები ვიყავით, რადგან ატალანტასთან იმ თამაშის ჩვენება ვერ მოვახერხეთ, რაც გვსურდა. ჩვენი მიზანი თითოეულ მატჩში პირველი წუთიდან ბოლო წამამდე დომინაცია უნდა იყოს და ასეთი მიდგომით იუვენტუსს ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება შეუძლია.“