Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ ეს საუკეთესო იუვენტუსი არ ყოფილა“

ანდრეა პირლომ უდინეზეს დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვის და ფეხბურთელების შეფასებების სანახავად დააკლიკეთ აქ.

„ეს საუკეთესო იუვენტუსი არ ყოფილა. ჩვენ ფიორენტინასთან უმძიმესი მარცხის შემდეგ გვიწევდა თამაში და ბიჭები ცოტას ნერვიულობდნენ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ თავდაჯერებულობა დაგვიბრუნდა.

„თამაშისადმი მიდგომით კმაყოფილი არ ვარ, განსაკუთრებით ამის თქმა ფლანგებზე შეიძლება. მათ ფიორენტინასთან მარცხის შიში კიდევ ეტყობოდათ და სწორად არ მოძრაობდნენ.

„ვიცოდით, რომ უდინეზე საკუთარი კარის დაცვაზე იმუშავებდა და თამაშის კონტრ-შეტევაზე აწყობას შეეცდებოდა, თუმცა ჩვენ მათ ბევრი მომენტის შექმნის საშუალება არ მივეცით.“

საფინალო სასტვენი შემდეგ პირლო დიბალას ჩაეხუტა და გატანილი გოლი მიულოცა.

„ჩვენ დიბალა გვჭირდება, მას კი ჩვენ ვჭირდებით. მან კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი იმუშავა და ამის ნახვა მოედანზე შეგეძლოთ. ის უკეთეს ფიზიკურ კონდიციაშია და მოედნიდან სწორედ იმიტომ არ გამოვიყვანე, რომ მას გოლი გაეტანა. პაულოს ეს სჭირდებოდა.

„კიეზა ? როდესაც ჩვენ თავს ვიცავთ, მან უფრო ცენტრისკენ უნდა შეიწიოს. დიბალას მოედანზე ყოფნის დროს კი მას შეტევის დროს უფრო მეტად ფლანგზე თამაში და სხვა ნახევარმცველებისთვის მეტი სივრცის შექმნა მართებს.

„რემსი ? როდესაც ის კარგ ფორმაშია, აარონი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ძალიან ინტელიგენტი მოთამაშეა და იცის, თუ რა მომენტში რა პოზიცია უნდა აირჩიოს. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში მას ძალიან ბევრ პრობლემასთან მოუწია გამკლავება და თამაშებს შორის დიდხნიანი დასვენება სჭირდება.

„მორატა ? ჯერჯერობით არ ვიცით, შეძლებს თუ არა ის მილანთან თამაშს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა…

„როგორ მოვიქეცით ფიორენტინასთან მარცხის შემდეგ ? ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, სათითაოდ ყველა მომენტი განვიხილეთ და ყველა შევთანხმდით, რომ ვარჯიშებზეც და მატჩებზეც უფრო მეტი ინტენსიობით თამაში გვმართებს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ხვალიდან გუნდებს ფეხბურთელების გაფორმება შეუძლიათ. მე გუნდის ხელმძღვანელობასთან ერთად სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ და ვიცი, რომ თუ ამის შანსი იქნება, შემადგენლობა აუცილებლად გაძლიერდება.

„ჟირუ ? ის ნამდვილად დაგვეხმარებოდა.

„მილანთან მატჩი ? მე სტეფანო პიოლის გასულ სეზონში ვეწვიე და მისი რამდენიმე სავარჯიშო სესიას დავესწარი, რადგან მე მას, როგორც მწვრთნელს, დიდ პატივს ვცემ და მაინტერესებდა, თუ რა მეთოდით ავარჯიშებდა ის ფეხბურთელებს. პიოლი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს.“