Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ ეს ფუნდამენტალური მატჩი იყო და სხვანაირად უნდა გვეთამაშა…“

იუვენტუსმა ქულები ამჯერად ფიორენტინასთან დაკარგა და ნაპოლის გამარჯვების შემთხვევაში, ბიანკონერი მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლებს…

შეხვედრის შემდეგ ანდრეა პირლომ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგისთვის ფუნდამენტალური მატჩი იყო, რომელსაც სხვა შემართებით და მონდომებით უნდა მივდგომოდით.

„პირველ ტაიმში აგრესია საერთოდ არ გვქონდა, ძალიან ინტენსიურები ვიყავით და მეტოქეს ბევრ სივრცეს ვუტოვებდით, ამ ყველაფერმა კი საშინელი პირველი ტაიმი გამოიწვია.

„დანილომ გუშინ დაზიანება მიიღო, რის გამოც სქემის შეცვლა მოგვიწია და 3-მცველიან ტაქტიკაზე გადავერთეთ. სივრცეებს შორის კი რემსი-დიბალას დუეტს უნდა ემოქმედათ, მაგრამ ამან არ იმუშავა და პირველი ნახევრის შემდეგ შეცვლა გადავწყვიტეთ.

„არტური ? მას კუნთს გადაღლილობა ჰქონდა, მას რეგულარულად თამაშის საშუალებას ფიზიკური პრობლემები არ აძლევენ

„როგორ შევაფასებ სეზონს ? რა თქმა უნდა არც მე და არც იუვენტუსს ნაჩვენები შედეგები არ მოგვწონს. იუვენტუსში ერთადერთი კარგი შედეგი გამარჯვებაა და რა თქმა უნდა, ჩვენ სეზონის სხვაგვარ მიმდინარეობას ველოდებოდით.“