Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ“

ანდრეა პირლომ ფერენცვაროშთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ შედეგით კმაყოფილია, თუმცა თამაშის ხარისხით  არა.

„შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა ხარისხის მხრივ ბევრად უკეთ გვმართებდა თამაში. ჩვენ თვითკმაყოფილების გამო ბევრი შეცდომა დავუშვით და ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს.“

ფაბიო კაპელომ პირლოს დაუსვა კითხვა, მისცემდა თუ არა შენიშვნას ფორვარდს იმ შემთხვევაში, თუ მისი თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაზე იქნებოდა, თუმცა ის პასს არ გაუკეთებდა.

„ჩემს ფეხბურთელებს ძალიან ხშირად ვესაუბრები, თუმცა მოედანზე გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ. ზოგ მომენტში მათ შეეძლოთ, რომ ნაკლებად ეგოისტურები ყოფილიყვნენ და თამაში უფრო ადრე მოეკლათ.

„ჩვენ ვთამაშობთ 2 ფორვარდით, რომლებსაც 2 გარემარბი ეხმარება. მას შემდეგ, რაც ყველა ფორმის პიკს მიაღწევს, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, თუ ვინები ითამაშებენ ერთად. ჯერჯერობით ფეხბურთელები 100 პროცენტით ფორმაში არ არიან, ამიტომ ხშირ როტაციას მივმართავთ.

„არტური ? ის თავს მატჩის სტარტიდანვე სუსტად გრძნობდა. ჩვენ მზად ვიყავით, რომ ის მე-20 წუთზე შეგვეცვალა, თუმცა მან ტაიმის დასრულება მოინდომა.

„ზოგადად ის უფრო მაღლა უნდა იყოს აწეული, თუმცა მას სირბილი და სუნთქვა უჭირდა, ამიტომ სიღრმეში ჩავწიეთ, რომ დასვენების შესაძლებლობა ჰქონოდა.“