Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ იუვენტუსმა თავის შეცდომებზე ისწავლა“

ანდრეა პირლომ კოპა იტალიაზე ინტერის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, რომელიც ხვალ 23:45 საათზე ტურინში გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.

ტურინელებმა სან სიროზე პირველი მატჩი 2 – 1 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი შანსი აქვთ.

„ხვალ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩა, რომელშიც ფინალისტის ვინაობა გაირკვევა და ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

„მოედანზე ისე უნდა გავიდეთ, თითქოს თამაშს 0 – 0-დან ვიწყებდეთ, ეს ფინალის ტოლფასი შეხვედრაა და ჩვენ მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.“

წინა ტურში ჰაკიმი და ლუკაკუ დისკვალიფიცირებულები იყვნენ, თუმცა ხვალ თამაშს მოახერხებენ.

„ორივე მათგანი ინტერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენ მათი შესაძლებლობები კარგად ვიცით და ამიტომ ყურადღების მოდუნება ერთი წამითაც კი არ შეიძლება.

„შემადგენლობა ? სასტარტოში ჯიჯი ბუფონს და დეიან კულუშევსკის ვიხილავთ. გამიმართლა, რომ გუნდში მყავს 23 სტარტერი, რომლებსაც ნებისმიერ მატჩში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ და მე როტაციის საშუალებას მაძლევენ.

„ჩვენ დაშვებულ შეცდომებზე ბევრი ვისწავლეთ. იუვენტუსმა იცის, რომ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენი მიზნების მისაღწევად უკან დახევას არ ვაპირებთ.“

იუვენტუსმა 2021 წელს უკვე 9 მატჩის მოგება მოახერხა.

„ჩვენ უფრო კომპაქტურები გავხდით, უფრო გუნდურ ფეხბურთს ვთამაშობთ და ერთმანეთს კარგად ვეხმარებით.

„ჩვენ ბევრ გოლს არ ვუშვებთ, რაც სოლიდური დაცვის დამსახურებაა, თითოეულ ფეხბურთელს სწორი მიდგომა აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“