Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ იუვენტუსს ბარსელონას დონეზე ასასვლელად მუშაობა მოუწევს“

ანდრეა პირლომ ბარსელონასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვიცოდით, რომ წინ ძალიან რთული მატჩი გველოდა გუნდთან, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. ასეთ დონეზე სხვაგვარად წარმოუდგენელია, ჩვენ კი სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს.

„დღევანდელი მატჩი ჩვენ გამოცდილების შეძენაში და ზრდაში დაგვეხმარება.

„იმედი მაქვს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შემადგენლობა სრულად მეყოლება, რადგან როტაციის საშუალება არ მაქვს და თითქმის ყველა ფეხბურთელს კვირაში 2 მატჩის გამართვა ცვლილების გარეშე უწევთ, ეს კი მარტივი არ არის, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელები გვყავს.

„სამწუხაროდ მოედანზე 10 კაცით დავრჩით და ამ დროს მაღალი პრესინგის თამაში წარმოუდგენელია, რადგან უკან დიდი სივრცეები გრჩება.

„ჩვენი გეგმა იყო, რომ ბარსელონას დაცვა გაგვეწელა და შემტევებისთვის სივრცეები შეგვექმნა, თუმცა ამის ნაცვლად ჩვენი ფეხბურთელები ერთ ზონაში მოძრაობდნენ.

„ჩვენ გვსურდა, რომ სერხი რობერტო თავისი პოზიციიდან გადაგვეწია, რადგან ვიცით, რომ სხვა ადგილას მას თამაში შედარებით უჭირს, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ.

„იუვემ ბურთის უფრო სწრაფად მოძრაობა უნდა ისწავლოს და უნდა შევქმნათ სიტუაციები, სადაც ჩვენს შემტევებს ერთი ერთზე თამაშის საშუალება მიეცემათ. ამის გაკეთება დღეს ვერ მოვახერხეთ.

„ფეხბურთის გუნდებს აქვთ ციკლები. ჩემი იუვეში ფეხბურთელის ამპლუაში ყოფნის დროს გუნდს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავდა, რომელთაც საერთაშორისო გამოცდილება საკმარისზე მეტი ჰქონდათ, ახლა კი ჩვენ ბევრად ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ.

„დღეს მათ სცადეს, რომ რაღაც შეექმნათ, თუმცა ბარსელონას დონეზე ასასვლელად საკმაოდ ბევრი მუშაობა გვჭირდება.“