Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ იუვენტუსს გამოსაფხიზლებლად სახეში სილა არ უნდა სჭირდებოდეს“

იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე ვერონას დამარცხება ვერ მოახერხა და 5 ტურის შემდეგ 2 გამარჯვება და 3 ფრე აქვს. ამ ორი გამარჯვებიდან ერთი ნაპოლისთან ტექნიკური 3 ქულა გახლავთ, ანუ რეალურად პირლოს ანგარიშზე 4 მატჩში 1 მოგება და 3 ფრეა.

ვერონასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი მაესტრომ გააკეთა. მატჩის მიმოხილვის სანახავად დააკლიკეთ აქ.

„პირველ ნახევარში საკმარისად აგრესიულები არ ვიყავით, ჩვენ მათ ინიციატივის ხელში ჩაგდების საშუალებას ვაძლევდით.

„გაშვებული გოლის შემდეგ გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, თუმცა სახეში სილა არ უნდა გვჭირდებოდეს, რომ გამოვფხიზლდეთ და ინტენსიურად ვითამაშოთ.

„ვერონას და ატალანტას წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის, რადგან მათ ერთი ერთზე თამაში უყვართ და ამის გამო ბევრ საფრთხეს ქმნიან. ჩვენ ვციდლობდით, რომ მათი მაღალი პრესინგი თავიდან აგვეცილებინა, რამაც მეორე ტაიმში შედეგი გამოიღო, მაგრამ ჩვენ უკეთ თამაში გვმართებდა.

„არტურმა კარგი მატჩი ჩაატარა. მან მთელი 90 წუთი ითამაშა და ბურთს კარგად აკონტროლებდა, თუმცა მას და მთელს გუნდს განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ.

„ვიცოდით, რომ დღეს უფრო რთული მატჩი გველოდა, ვიდრე კიევში, რადგან ჩვენს დღევანდელ მეტოქეებს დიდი ინტენსივობით შეუძლიათ თამაში. ჩვენ ვარჯიშებზე პრესინგის წინააღმდეგ თამაშს ვხვეწთ, თუმცა უფრო მეტი დრო გვჭირდება.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ თითოეულ მატჩში ინიციატივა ჩვენს ხელთ იყოს და საწყისი წუთებიდან მეტი ინტენსივობით ვითამაშოთ.

„კულუსევსკი იმიტომ დავასვენე, რომ მან ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ მისი დახმარება დაგვჭირდა. არ მეგონა, თუ დიბალა მოედანზე 90 წუთს გაატარებდა, თუმცა მან კარგად ითამაშა და გადავწყვიტე, რომ არ შემეცვალა.“

როგორი იქნება იუვეს შეტევა რონალდუს დაბრუნების შემდეგ ?

„რონალდუს მორატასთან ან დიბალასთან თამაში უპრობლემოდ შეუძლია, გააჩნია ჩვენი მოწინააღმდეგის მახასიათებლებს. კრიშტიანუს ოდნავ მარცხნიდან უყვარს თამაში და შემდეგ საჯარიმოში შესვლა, რაც დიბალას და კულუსევსკისაც შეუძლიათ.

„სამწუხაროდ ფედერიკო კიეზას დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ამიტომ შემადგენლობაში ბერნარდესკის დაყენება მოგვიწია, რომელსაც დიდი ხანია არ უთამაშია.

„ბონუჩი ? მან მცირე დისკომფორტი კიევშიც იგრძნო და როგორც ჩანს, ახლა გაურთულდა. ჩვენ მის მდგომარეობას ხვალ შევაფასებთ.“