Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო კუმანის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია…

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი მატჩი დათმო და ბლაუგრანას ხელმძღვანელობა რონალდ კუმანის შემცვლელის ძებას უკვე აქტიურად შეუდგა.

კატალონიური გრანდი ლა ლიგაში 12 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 ტურის შემდეგ 0 ქულა, 0 გოლი, 0 კარში დარტყმა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს.

რამდენიმე იტალიური და ესპანური წყაროს ინფორამციით, ბარსელონა კუმანის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატურად ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს მოიაზრებენ და ეს ინფორმაცია Sky Sport-ის ჟურნალისტმა ალესანდრო ალჩიატომაც დაადასტურა, რომელიც ანდრეა პირლოს ოფიციალური ბიოგრაფიული წიგნის ავტორი გახლავთ.