Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ მარადონა თითოეული ჩვენთაგანის კუმირი იყო“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ბენევენტოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და დიეგო მარადონაზეც ისაუბრა.

„ის ყველა ბავშვისთვის, ვისაც ფეხბურთის თამაში სურდა, კუმირი იყო. მე კარგად მახსოვს 1986 წელი, როდესაც მან არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.

„მე ეზოში გავდიოდი და ვცდილობდი, რომ ისეთივე გოლი გამეტანა, როგორიც მან ინგლისს გაუტანა.

„დიეგო უნიკალური პიროვნება იყო, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. მე მხვდა წილად ბედნიერება, რომ მას რამდენჯერმე შევხვედროდი.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ხვალ ძალიან რთული შეხვედრა გველის. ბენევენტო კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ.

„წინ ძალიან ბევრი რთული თამაში გველოდება, რადგან ფეხბურთელებს ძალების აღდგენისთვის დრო ფაქტობრივად არ ეძლევათ, მაგრამ ჩვენ ასეთ რეჟიმს უნდა შევეჩვიოთ და თითოეულ შეხვედრაში 3 ქულისთვის ვიბრძოლოთ.“