Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ მეტი დრო მჭირდება“

კროტონესთან მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1 – 1 დასრულდა, იუვეს მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.

„სამწუხაროთ, ჩვენი შეცდომების გამო ბოლო 2 თამაშია მოედანზე 10 კაცით ვრჩებით, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ახალგაზრდული გუნდი ვართ, ბევრი ახალი ფეხბურთელით და მოსამზადებლად დრო ფაქტობრივად არ გვქონია.

„ახალგაზრდა ფეხბურთელებს სჭირდებათ გამოცდილება, რომელსაც ისინი  თამაშის დროს იღებენ და პროცესში შეცდომის დაშვება სავსებით მოსალოდნელი იყო.

„ჩვენ ხარისხიანი გუნდის შენების პროცესში ვართ, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ბიჭებმა შეცდომებზე უდნა ისწავლონ, რაც სამწუხაროდ იმას ნიშნავს, რომ სეზონის საწყის ეტაპზე გარკვეულ რისკებზე წასვლა მოგვიწევს.“

კრიშტიანუ რონალდუს, უესტონ მაკკენის, ალექს სანდროს, აარონ რემსის და პაულო დიბალას არყოფნაში, პირლომ გარკვეულ ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართა და კიეზა პირველივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

„მოსამზადებლად დრო არ გვქონია, სრული შემადგენლობით ვარჯიში მხოლოდ გუშინ მოვასწარით. ჩვენ გვყავს მორატა და კიეზა, რომლებსაც სივრცეების შექმნა შეუძლიათ და სწორედ ასე გავიტანეთ პირველი გოლი.

„პრესინგის დროს გარკვეული შეცდომები დავუშვით, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ჯერ მუშაობის და ექსპერიმენტების პროცესში ვართ. ამ ტაქტიკაზე გუშინ მხოლოდ ნახევარი საათი დავხარჯეთ და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ძალიან მოვუმატებთ.

„რამდენიმე ფეხბურთელს სწორი პოზიცია უნდა მოვუძებნოთ. კულუსევსკის მარჯვენა ფლანგზე დაყენება შეიძლება, რომელსაც საჯარიმოსკენ შესვლა და თავისი შესანიშნავი მარცხენა ფეხის გამოყენება შეუძლია.

„არტური ესპანური ფეხბურთიდან მოვიდა და ის მოკლე პასების კეთებას არის მიჩვეული, რაც ჩვენს ტემპს ანელებს. ჩვენ მისგან უფრო ვერტიკალური პასები გვჭირდება. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და დროთა განმავლობაში ის ამ ყველაფერს მიეჩვევა.“

სერია ა-ს ახლა მილანი ლიდერობს, რომელსაც 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

„ვიცოდით, რომ სკუდეტოსთვის ძალიან ბევრი გუნდი იბრძოლებდა და ჩვენ მზად ვართ. თითოეული ქულისთვის ბოლომდე დავიხარჯებით. რამდენიმე ქულა დავკარგეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ცხრილის სათავეში ჩვენ დავრჩებით.“