Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ მილანი – იუვენტუსი ყოველთვის დიდებული დაპირისპირებაა“

ანდრეა პირლომ მილანთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებული კორონა ვირუსის გართულებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ ალექს სანდროს უდინეზესთან მატჩის შემდეგ კორონა ვირუსის დამახასიატებელი სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც ბრაზილიელს ტესტი ჩაუტარდა და ვირუსი დაუდასტურდა.

„დღეს მთელს გუნდს ტესტი ჩაგვიტარდა და პასუხებს რამდენიმე საათში გავიგებთ. ჯერჯერობით ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა სხვა ინფიცირებული, არ გვაქვს.

„სკუდეტო ? ჩვენ ტიტულისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. 2021 წელი გუნდმა გამარჯვებით და პოზიტიური მიდგომით დაიწყო. ჩვენ თითოეულ მატჩს ინდივიდუალურად ვუდგებით და სატურნირო ცხრილზე ფიქრს რამდენიმე თვეში დავიწყებთ.

„უდაოა, რომ ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, თუმცა არა გადამწყვეტი. მილანი – იუვენტუსი ყოველთვის გამორცეული დაპირისპირება იყო და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება.

„გუშინ დიბალას მცირე ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა დღეს ის თავს კარგად გრძნობდა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის ხვალ  თამაშს მოახერხებს.

„მილანი არის გუნდი, სადაც მე ძალიან დიდი ხანი ვითამაშე და ბევრი ტიტული მოვიგე. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება იმის მიუხედავად, რომ ახლანდელი მილანიდან მხოლოდ მალდინის ვიცნობ.

„მე მილანს მწვრთნელის რანგში პირველად დავუპირისპირდები და ეს გამორჩეული გრძნობა იქნება.“

იუვეს დისკვალიფიცირებული რაბიო და ტრავმირებული არტური უბრუნდებიან.

„ორივე მათგანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და ძალიან კარგია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ დაგვიბრუნდნენ, მაგრამ ჯერჯერობით გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, რადგან ტესტების პასუხი არ მიგვიღია.

„როგორ თამაშს ველოდები ? ჩვენ ძალიან ფრთხილი თამაში გვმართებს, რადგან მილანი დაკარგული ბურთის დაბრუნებაში ძალიან ძლიერია, რის შემდეგაც სწრაფ შეტევას იწყებენ, ჩვენ ეს უკვე ბევრჯერ ვნახეთ.

„ისინი 2-3 გრძელი გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოსთან არიან, ამიტომ ჩვენ ტექნიკურად გამართული მატჩი უნდა ჩავატაროთ და მილანს კონტრ-შეტევის საშუალება არ მივცეთ.

„რონალდუზე დამოკიდებულება ? ის უდიდესი ჩემპიონი და გუნდის ლიდერია და ყველგან, სადაც მან ითამაშა, თავისი გუნდის ლიდერი იყო, ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერია.

„მილანში იგივე დატვირთვას ზლატან იბრაჰიმოვიჩი ატარებს, თუმცა მათ მოახერხეს, რომ მისი არყოფნის დროს გუნდი სხვა მახასიათებლებით ახერხებს ფონს გასვლას.

„მორატა ? მისი მილანთან თამაში გამორიცხულია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ შემდეგი ტურისთვის ის მზად იქნება.

„საბედნიეროდ კიელინი და დემირალი დაგვიბრუნდნენ და თავს კარგად გრძნობენ. შესაძლოა ჯერჯერობით მათ 90 წუთი თამაში არ შეუძლიათ, მაგრამ გუნდს მათი იმედი აქვს.“

გათიშვა