Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ მორატამ ძალიან გამაბრაზა“

ანდრეა პირლომ ატალანტასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვის და ფეხბურთელების შეფასებების სანახავად დააკლიკეთ აქ.

„ჩვენ დღეს ძალიან ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით, რომელიც მაღალ რითმში თამაშობს და მოვახერხეთ, რომ მათ რითმს ავყოლოდით.

„თუ გვსურს, რომ ჩვენ ნაბიჯი წინ გადავდგათ, ასეთი თამაშები უნდა მოვიგოთ. სამწუხაროდ გუნდს დღესაც კონცენტრაცია აკლდა და გარკვეულ მომენტებში არც თუ ისე კარგ გადაწყვეტილებებს იღებდა.“

კრიშტიანუ რონალდუმ პირველ ნახევარში პენალტი გააცუდა.

„ძალიან სამწუხაროა, რადგან გატანის შემთხვევაში წინ გავიდოდით და თამაში სხვა სცენარით წავიდოდა, თუმცა ასეთი რაღაცეები ხდება.“

იუვენტუსმა ბოლო 9 მატჩში კარი მშრალად მხოლოდ 1-ხელ შეინახა.

„წინა მატჩში ჩვენს კარში მეტოქემ ერთხელ დაარტყა და სამწუხაროდ ისიც გოლი აღმოჩნდა. მთავარი ის არ არის, რამდენ გოლს ვუშვებთ, მთავარია რა მიდგომით ვხვდებით თითოეულ მატჩს. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, რომელთა გამოყენებაც ვერ მოვახერხეთ. გუნდი ვითარდება და უფრო ინტენსიური ხდება, მაგრამ იდეალური თამაშისგან ჯერ შორს ვართ.“

დეიან კულუსევსკიმ 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

„ის ძალიან ახალგაზრდაა, რომელსაც საკმაოდ ბევრი სათამაშო დრო ეძლევა. კულუსევსკი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე არის თამაშები, სადაც მისი მოედანზე ყოფნა მართებული არ არის. დღეს მისი შესაბამისი მეტოქე არ იყო, რადგან ატალანტას აგრესიული მცველები ჰყავს და ჩვენ უფრო ვერტიკალური თამაში გვჭირდებოდა.

„დიბალას კონტრაქტი ? მე ამ თემებზე არ ვფიქრობ, ეს გუნდის ხელმძღვანელობის საქმეა. მე მხოლოდ ფეხბურთელების ვარჯიშზე და მომდევნო მატჩზე ვფიქრობ.

„მორატას მომენტი ? ამან ძალიან გამაბრაზა, ასეთი რაღაცეების კეთების ფუფუნება არ გვაქვს. ასეთ მომენტებს შეუძლიათ თამაშის ბედი გადაწყვიტონ.

„საერთო ჯამში ალვაროს კარგი მატჩი ჰქონდა. ყველა შეხვედრაში გატანას ვერავინ ახერხებს, თუმცა ამ ერთ მომენტში მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.“