Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ მორატას თამაში უდინეზესთან საეჭვოა“

ანდრეა პირლომ უდინეზესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ალვარო მორატას სამწუხაროდ კუნთის ტრავმა აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ხვალ თამაში მოახერხოს, ამიტომ სასტარტოში რონალდუ-დიბალას დუეტს ვიხილავთ.

„ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა მორატა განაცხადში დღეს მივიღებთ. დანილო თავს კარგად გრძნობს, კიეზამ კი გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა და მისი სასტარტოში დაყენება სარისკო იქნებოდა, ის 100 პროცენტით მზად არ არის.

„არტურმა გუნდთან ერთად ვარჯიში გუშინ დაიწყო, რემსი კი კვლავ განცალკევებით ვარჯიშობს. კულუშევსკი თავს კარგად გრძნობს და არ არის გამორიცხული, რომ ის სასტარტოში ვიხილოთ.

„უდინეზე ძალიან ფიზიკური გუნდია, რომელთა შემაგენლობაშიც უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ და მათ ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ. წინ რთული შეხვედრა გველოდება, თუმცა ვიცით, რომ მიზნის მისაღწევად ხვალ 3 ქულის მოპოვება გვჭირდება.

„ბიჭებმა იციან, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად წინ 5 უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება, შემდეგ კი ფინალი

„ჩემი მომავალი ? ჩემს შესაძლო შემცვლელებზე მე თქვენგან, ჟურნალისტებისგან ვიგებ. სიმართლე კი ის არის, რომ მე იუვენტუსის მწვრთნელი ვარ და აქ ყოფნა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

„გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, რაც მარტივი არ იქნება და მე ნამდვილად არ მაქვს იმის დრო, რომ გაზეთებში ჩემს შემცვლელებზე ინფორმაცია ვეძებო, მე მხოლოდ ჩემს სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული.

„ჩვენი ოპონენტები ? იუვენტუსი ნებისმიერ მატჩში გამარჯვებას გეგმავს იმის მიუხედავად, თუ რა შედეგი დააფიქსირეს გუნდის პირდაპირმა მოწინააღმდეგეებმა.“

გათიშვა