Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ მორატა ჩვენი პრიორიტეტული არჩევანი იყო“

ანდრეა პირლომ რომასთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 22:45 საათზე დაიწყება, პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ კვირის განმავლობაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ, უკეთ, ვიდრე აქამდე. ვარჯიშის ინტენსიობა გავზარდეთ, რასაც ბიჭები სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ.

„დიბალამ გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა მისი თამაში ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. არ გვსურს, რომ მისი მოედანზე დაბრუნება დავაჩქაროთ. საღამოს გადავწყვეტთ, იქნება თუ არა ის განაცხადში.

„შემადგენლობაზე საუბარი ახლა ადრეა. წინა მატჩი გუნდმა კარგად ჩაატარა და ბევრ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. მოედანზე ის ფეხბურთელები გავლენ, რომლებმაც კვირის განმავლობაში ყველაზე კარგად იმუშავეს.

„მორატა ? მე მასთან ერთად ვთამაშობდი და მოხარული ვარ, რომ ის იუვენტუსში დაბრუნდა. ალვარო ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტი იყო.

„ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით, მორატა არის ის ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენ ვეძებდით.

„პელეგრინი ? ის ჯენოაში იმიტომ გავუშვით, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მიეღო და შანსქი ჰქონოდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებში ადგილისთვის ებრძოლა.

„დე შილიო ? ის თამაშისთვის მზად არის, როგორც გასულ კვირას.

„ხედირა ? ჩვენ სამის ვესაუბრეთ და ერთად გადავწყვიტეთ, თუ რა იქნებოდა ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალი.“