Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ ნაპოლისთან განსხვავებულ იუვეს იხილავთ“

ნაპოლისთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 22:45 საათზე დაიწყება, პირლომ პრესკონფერენცია გამართა.

„გატუზომ ნაპოლის მენტალიტეტი შეცვალა. ჯენაროს გუნდში მისვლის შემდეგ, ისინი უფრო თავდაჯერებულები და მონდომებულები გახდნენ. ჩვენ ახლა მწვრთნელები ვართ და ორივემ ვიცით, თუ რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად.

„სამწუხაროდ იუვეს სეზონის წინ ამხანაგური მატცების ჩატარების საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ მე ექსპერიმენტების ჩატარება უშუალოდ მატჩებში მიწევს. ხვალ ჩვენ განსხვავებულ იუვეს ვიხილავთ.

„რომასთან მატჩში სივრცეების გამოყენება ვერ მოვახერხეთ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ მორატამ ის კრიტიკა დაიმსახურა, რაც მის მიმართ წამოვიდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის გუნდში სულ ახლახანს მოვიდა, მას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა ჩვენ მის შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ.“

გატუზომ პირლოს იუვეში დანიშვნის შემდეგ თქვა, რომ ანდრეა დიდ ‘შარში’ იყო.

„კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს იყო იუვეს მწვრთნელი და ამ რთულ მისიას სიამოვნებით შევეჭიდე, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი.“

ადრიენ რაბიო წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულია, ალექს სანდროს, ფედერიკო ბერნარდესკის და მატიას დე ლიხტს კი ტრავმა აქვთ.

„არის იმის შანსი, რომ არტურმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს თამაში. მარცხენა ფლანგზე კუადრადოსა და ფრაბოტას შორის გავაკეთებ არჩევანს, რადგან მათ გარდა ამ პოზიციაზე არავინ გვყავს.

„დიბალას 2 თვეა არ უთამაშია, თუმცა ის რომასთან მატჩისთვის მზად იყო. ჯერჯერობით არ ვიცი, ის სასტარტოში იქნება, თუ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება, თუმცა არგენტინელი ხვალ ითამაშებს.

„კოშტას, დე შილიოს და ხედირას გუნდიდან შესაძლო წასვლა ? ისინი გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და მზად არიან, იუვეს დაეხმარნონ. პარატიჩისთან ხშირი კონტაქტი მაქვს და მან თავისი საქმე კარგად იცის. დაგვემატება თუ არა ვინმე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ? არ ვიცი.“