Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ პირველივე ტურიდან მაქსიმალური კონცენტრაციით…“

სულ ცოტა ხნის წინ სერია ა-ს მომავალი სეზონის კალენდარი გახდა ცნობილი, რაზეც კომენტარი ანდრეა პირლომ გააკეთა.

„როგორც იქნა გავიგეთ, თუ სად დაიწყება ჩვენი ბრძოლა ტიტულებისთვის.წინ საინტერესო, თუმცა დამღლელი სეზონი გველოდება. პირველივე ტურიდან გუნდი საქმეს მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა შეუდგეს, რადგან როგორც წინა სეზონში ვნახეთ, კონკურენტუნარიანი გუნდების რაოდენობა სერია ა-ში გაიზარდა, რაც ძალიან კარგი ამბავია.

„იმედია, რომ მომავალი სეზონიდან სტადიონზე მაყურებლები დაბრუნდებიან, რადგან მათ გარეშე ფეხბურთი ერთგვარ ხიბლს კარგავს. იუვენტუსი ნებისმიერ მეტოქესთან მოედანზე თავაწეული, გამარჯვების მოსაპოვებლად გავა.“

შეგახსენებთ, პირველ ტურში იუვენტუსი სამპდორიას დაუპირისპირდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.