Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ რონალდუმ კრიტიკოსებს პასუხი მოედანზე გასცა“

ანდრეა პირლომ კალიარისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრის მიმოხილვა იხილეთ აქ.

„ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ ჩვენ სწორი რეაგირება გვჭირდებოდა და იუვენტუსმა დღეს შეხვედრა შესაბამისი მონდომებით დაიწყო.

„ტაქტიკა ? დანილო ძალიან ინტელიგენტი ფეხბურთელია, რომლის მოედანზე ყოფნაც გარკვეული მანევრების საშუალებას მაძლევს.

„ჩვენ 3 მცველით ვთამაშობდით, ხუან კუადრადო წინ მიდიოდა, კულუშევსკი კი უფრო სიღრმეში იწევდა, თუმცა როდესაც ბურთი მეტოქეს ჰქონდა, იუვე თავს 4 მცველით იცავდა.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ კულუშევსკის კუადრადოსთვის მეტი სივრცე შეექმნა. კულუშევსკის ნახევარდაცვაში თამაში შეუძლია, მაგრამ ბოლო პერიოდში ტრავმების გამო მისი გამოყენება ფორვარდის პოზიციაზე გვიწევდა.

„როდესაც გუნდს ორი ტიპიური ფორვარდი ჰყავს, ჩვენი თამაში წინ გაცილებით კარგი ხარისხის ხდება.

„იყო თუ არა რონალდუ გასაძევებელი კრანოსთან შეჯახების გამო ? ჩემი აზრით, ეს კლასიკური საბრძოლო სიტუაცია იყო, როდესაც ორივე მათგანი ბურთს უყურებდა და ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, ამიტომ წითელი ბარათი ზედმეტი იქნებოდა.

„რონალდუ ? ის, როგორც გუნდის სხვა ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაზე გამოვარდნის გამო გაბრაზებული იყო, მაგრამ მან თავისი პასუხი ყველას მოედანზე გასცა.

„ჩვენ ახლა მთელი ყურადღება ჩვენს თამაშზე უნდა გავაკეთოთ, სეზონის ბოლომდე ქულათა მაქსიმუმი მოვიპოვოთ და ვნახოთ, რა პოზიციაზე ვიქნებით ბოლო ტურის შემდეგ.“