Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ რონალდუს ტესტზე პასუხს ჯერ კიდევ ველოდებით“

ანდრეა პირლომ ბარსელონასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„რონალდუს ტესტზე პასუხს ველოდებით და საღამოსთვის უკვე ზუსტად გვეცოდინება, შეძლებს თუ არა ის თამაშს. ჯერჯერობით მისი თამაში ხვალ ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ვნახოთ…

„კიელინი ხვალ თამაშს ვერ მოახერხებს, ბონუჩის გარკვეული პრობლემები აქვს, თუმცა იმედს არ ვკარგავთ, დე ლიხტს კი ექიმებისგან თანხმობა არ მიუღია.

„ჩვენ იმ ფეხბურთელებს დავეყრდნობით, რომლებიც მზად არიან. ბარსელონა ძალიან ძლიერი გუნდია, შესანიშნავი შემადგენლობით და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სრულყოფილად ვითამაშოთ.

„ფეხბურთელების გარკვეული მსხვერპლის გაღება მოუწევთ. ხვალ 4-მცველიანი ტაქტიკით თამაში მომიწევს, რადგან ტრავმების გამო სხვა გზა არ მაქვს.

„დიბალამ და მორატამ ვერონასთან კარგად ითამაშეს და სამწუხაროა, რომ გოლი ვერ გაიტანეს. მაკკენი სრული დატვირთვით ვარჯიშობს, თუმცა მისი დაცვაში გამოყენება ხვალისთვის წარმოუდგენელია.

„ჩვენი გუნდი შენების პროცესშია და არ ვიცი, რამდენი დრო დამჭირდება, თუმცა ცხადია, რომ ქულების კარგვას ასეთ ტემპში ვეღარ გავაგრძელებთ.

„ჩვენ ხვალ დავუპირისპირდებით ძალიან დიდ გუნდს, ძალიან კარგი ფეხბურთელებით. ეს გადამწყვეტი მატჩი არ იქნება, თუმცა ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი შესაძლებლობები ყველას დავანახოთ.

„მესი ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზეა. ფეხბურთელობის დროს მას ბევრჯერ შევხვდი, მწვრთნელის ამპლუაში კი ხვალინდელი დაპირისპირება პირველი იქნება. მისნაირ ფეხბურთელებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ და ამასთან ერთად იმედი უნდა იქონიო, რომ ფორმის პიკზე არ არიან.“