Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ რონალდუ სპეციასთან სასტარტოში არ იქნება“

ანდრეა პირლომ სპეციასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ხვალინდელ მატჩში რონალდუ სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება.

„სამწუხაროდ, მატიას დე ლიხტს კიდევ რამდენიმე კვირა მოუწევს მოცდა. გუშინ მან კონსულტაცია სპეციალისტთან გაიარა რომელმაც ურჩია, რომ კიდევ დაახლოებით ერთი თვე მოიცადოს. ყველაფერი კარგად მიდის, ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ჯერჯერობით მოედანზე ვერ დაგვეხმარება.

„ბონუჩ ითამაშებს, მან გუშინ განცალკევებით ივარჯიშა, თუმცა თავს კარგად გრძნობს. კიელინი სათამაშოდ მზად არ არის და ის ტურინში დარჩება.

„იუვეს შემადგენლობაში ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავს და მათ სჭირდებათ დრო, რომ ერთმანეთთან თამაშს შეეჩვიონ. ჩვენ უფრო მეტი აგრესიულობა და მომენტების უკეთესად გამოყენება გვმართებს, დღეს 3 ქულის მოპოვება აუცილებელია.

„ჩემი იუვენტუსში მოსვლის დღიდან არც ერთი შეხვედრა არ გვქონია ისეთი, სადაც სრული შემადგენლობა გვეყოლებოდა. ჩვენ შედეგებით კმაყოფილი არ ვართ, თუმცა იმ მონდომებით და მიდგომით, რასაც ფეხბურთელებისგან ვხედავთ, ყველანი ბედნიერები ვართ.

„ზეწოლა და კრიტიკა არ გამკვირვებია, ეს ჩემთვის ახალი არ არის. 20 წელი ფეხბურთელი ვიყავი და ამ ყველაფერს მივეჩვიე. მე ჩემს სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული და საერთოდ არ ვუსმენ, თუ რას იძახის ხალხი.

„დიბალა ? როგორც უკვე ვთქვი, ის 100 პროცენტით ფიტნესის თვალსაზრისით მზად არ არის, ამიტომ შესაძლოა ერთი თამაში კარგად ჩაატაროს, შემდეგ კი გაუჭირდეს. მას უბრალოდ მეტი დრო და ვარჯიში სჭირდება, რომ ჩვეული ფორმა დაიბრუნოს.

„საუკეთესო ფორმაში არც აარონ რემსია, ზოგიერთ ფეხბურთელს დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება, თუმცა ამ ეტაპზე მათ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ამის საშუალებას ვერ მივცემთ.

„რონალდუ ? არ მგონია, რომ მან სასტარტო XI-დან დაიწყოს.“