Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ რონალდუ შეცვლის გამო ბედნიერი იყო…“

ანდრეა პირლომ ინტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დღეს გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენს მეტოქეებს კიდევ 2 თამაში აქვთ დარჩენილი და ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ დღეს 3 ქულა მოგვეპოვებინა.

„ვიცოდით, რომ წინ ურთულესი შეხვედრა გველოდებოდა, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ 3 ქულის მოპოვება მოვახერხეთ.

„რონალდუ ? ვფიქრობ, რომ კარიერაში პირველად ის შეცვლის გამო ბედნიერი იყო, რადგან ჩვენ მოედანზე 10 ფეხბურთელით ვიყავით და მას წინ მარტო უნდა ერბინა. ის გუნდის წარმატებით ბედნიერია და გასახდელში კარგ ხასიათზე იყო.

„იტალიის თასი ? სიმართლე რომ გითხრათ, ჯერჯერობით ატალანტასთან მატჩზე არ ფვიფიქრია, რადგან დღევანდელი შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო. ხვალიდან ჩვენ უკვე ფინალზე მუშაობას დავიწყებთ და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები ძალების აღდგენას მოასწრებენ, რადგან დღეს გუნდმა ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა, 10 კაცით თამაში მარტივი არასოდეს არის.

„გუნდი ბოლო თამაშებში ძალიან მონდომებულია და ბრძოლის უდიდეს სურვილს ამჟღავნებს. ძალიან სამწუხარო არის ის, რომ სეზონის სტარტიდან ისეთი მიდგომა რომ გვქონოდა, როგორიც დღევანდელ შეხვედრაში, ჩვენ სხვა შედეგისთვის ვიბრძოლებდით. როდესაც იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც დაგეგმილი იყო.

„სამწუხაროდ სეზონის განმავლობაში ბევრი ისეთი ქულა გავანიავეთ, რომელიც ერთი შეხედვით მარტივად უნდა მოგვეპოვებინა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს.

„სჭირდება თუ არა შემადგენლობას გაძლიერება ? შემადგენლობის გაძლიერება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ იუვენტუსს ძალიან ძლიერი და ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს. იუვენტუსში თამაში არასოდეს არ არის და როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელები აქ სათამაშოდ მოდიან, მათ იმ წნეხის და ზეწოლის განცდა უწევთ, რომელიც იუვენტუსის მაისურთან ერთად მოდის და რომელსაც მოჩვევა სჭირდება.

„რატომ არ გავუკეთეთ ინტერს პოდიუმი ? ჩვენ სკუდეტო ზედიზედ 9-ჯერ მოვიგეთ და მათ ჩვენთვის პოდიუმი არც ერთხელ არ გაუკეთებიათ, ამიტომ ვფიქრობ, რომ სიტყვიერი მილოცვა საკმარისი იყო.“