Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ საერთოდ არ ვღელავ“

ანდრეა პირლომ დინამოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

იტალიურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბენევენტოსთან მატჩის შემდეგ პირლო ფეხბურთელებს საკმაოდ მკაცრად ესაუბრა.

„არ ვფიქრობ, რომ ბენევენტოსთან შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებს რაიმე ახალი ვუთხარი. ჩვენ უფრო მეტი მონდომებით გვმართებს თამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგების მიღწევა წარმოუდგენელი იქნება.

„არ ვფიქრობ, რომ მკაცრი ვიყავი, ეს უბრალოდ ფაქტებია. ხვალ იუვენტუსი მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით გავა, რადგან ყველა შეხვედრა მნისვნელოვანია, თუმცა კუადრადომ და დანილომ შესაძლოა დაისვენონ, რადგან მათ ძალიან ბევრი თამაში მოუწიათ და დაღლილები არიან.

„მე საერთოდ არ ვღელავ, ბენევენტოში ჩვენ ის თამაში უნდა მოგვეგო, თუმცა თამაშის მოკვლა საჭირო მომენტში ვერ მოვახერხეთ და ჩვენმა მეტოქეებმა ქულა დაიმსახურეს.

„ეს ყველას შეიძლება დაემართოს, ჩვენ თამაში განვიხილეთ და შევეცდებით, რომ დაშვებული შეცდომებისგან ვისწავლოთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.“

პირლომ კულუსევსკის და დიბალას შესახებ ისაუბრა, ფეხბურთელების რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში თავის დამკვიდრებას ვერ ახერხებენ.

„კულუსევსკი ზუსტად იმ პოზიციაზე თამაშობს, სადაც მიჩვეულია. ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც იუვეს შეუერთდა, ერთსა და იმავე გზას გადის და მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ.

„დიბალა კი ხშირად უკან ჩამოდის, რომ სივრცეები შექმნას და სხვა შემტევებს უფრო მეტი შანსი შეუქმნას. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, რომ მოწინააღმდეგე გუნდის დაცვა მაქსიმალურად გავშალოთ და საგოლე მომენტები შევქმნათ.“