Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო სამწვრთნელო კარიერას ინგლისში გააგრძელებს ?

კარლო ანჩელოტის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ევერტონი ახალ მწვრთნელს ეძებს და ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ინგლისელები ერთ-ერთ კანდიდატად იუვენტუსის ყოფილ თავკაცს ანდრეა პირლოს განიხილავენ.

პირლომ მწვრთნელის ამპლუაში ჩატარებულ პირველ სეზონში იუვენტუსთან ერთად კოპა იტალია და სუპერ კოპა მოიგო, სეზონის ბოლო მატჩში კი გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის გაუნაღდა, მაგრამ ის გუნდიდან გაუშვეს და მის ნაცვლად მაქს ალეგრი მიიყვანეს.

წყაროს ცნობით, პირლოს გარდა ევერტონი კლაუდიო რანიერის კანდიდატურასაც განიხილავს, რომელმაც სამპდორია სეზონის დასრულებისთანავე დატოვა.

გათიშვა