Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ სასუოლო დიდებული გუნდია, წინ რთული თამაში გველოდება“

ანდრეა პირლომ სასუოლოსთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 23:45 საათზე გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა.

„ხვალ ძალიან რთულ მატჩს ველოდები, რადგან სასუოლო შესანიშნავი გუნდია არაჩვეულებრივი შემადგენლობით, რომელიც უკვე წლებია ერთად თამაშობს.

„მათ ასევე დე ზერბის სახით ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ. ჩვენ პირველ რიგში მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ იმ მომენტებში, როდესაც ბურთი მათ ექნებათ, რადგან სასუოლოს ერთ-ერთ ძლიერი მხარე მეტოქის პრესინგის გადალახვაა.“

სანამ პირლო მწვრთნელი გახდებოდა, მაესტრომ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მწვრთნელად სწორედ დე ზერბი დაასახელა და განაცხადა, რომ გუარდიოლასა და კლოპთან ერთად, მისგანაც ბევრ რამეს სწავლობს.

„ჩვენ ფეხბურთის შესახებ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია და მისი ხედვა ძალიან მომწონს. საბედნიეროდ ახალგაზრდა და წარმატებული მწვრთნელების რაოდენობა ძალიან გაიზარდა.

„სკუდეტო ? სკუდეტოს მთავარი ფავორიტი ის არის, ვინც სატურნირო ცხრილს ლიდერობს. ჩვენ ზედიზედ 9 ტიტული მოვიგეთ და რა თქმა უნდა, გარკვეულ წეზოლას ვგრძნობთ, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი კანდიდატი მილანია, რადგან ისინი პირველ ადგილზე იმყოფებიან.

„მილანთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა თუ ჩვენ ხვალ არ გავიმარჯვეთ, მაშინ არც მილანის წინააღმდეგ მოპოვებულ 3 ქულას ჰქონდა აზრი. თუ სასუოლო ვერ დავამარცხეთ, სან სიროზე ნაჩვენებ შედეგს ხაზი გადაესმება.“

იუვენტუსში კორონა ვირუსი მძვინვარებს და ამის გამო ხვალინდელ მატჩში ალექს სანდრო, ხუან კუადრადო და მატიას დე ლიხტი ვერ ითამაშებენ.

„მერიჰ დემირალის მდგომარეობა კიელინისთან შედარებით უკეთესია, ამიტომ ალბათ სასტარტოში სწორედ მას ვიხილავთ, მაგრამ გუნდის დასახმარებლად ჯორჯოც მზად არის.

„ასეთი პრობლემისგან დღესდღეობით დაზღვეული არავინ არ არის, ამიტომ ჩვენ გზას ვაგრძელებთ.

„კიეზა ? მისი კარგი თამაში საერთოდ არ მაკვირვებს, რადგან ფედერიკოს შესაძლებლობები ძალიან კარგად ვიცი და სწორედ ამიტომ შეიძინა იუვემ ის. მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და სან სიროზე ნაჩვენები შედეგი მისთვის ათვლის წერტილი უნდა გახდეს.“

გათიშვა