პირლო სერია ა-ში ბრუნდება ?
იტალიური მედიის ინფორმაციით, სპეცია მიმდინარე სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტიაგო მოტას გაუშვებს და გუნდში მის ნაცვლად ანდრეა პირლოს ხილვა სურს.
იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ, პირლო სერია ა-ს თუ ევროპის სხვა ტოპ ჩემპიონატების არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მაგრამ მაესტრომ ყველა მათგანი უარით გაისტუმრა.
Calciomercato-ს ცნობით, თუ სპეცია სერია ა-ში დარჩენას მოახერხებს, რასთანაც გუნდი ძალიან ახლოს არის, ბიანკი პირლოს ხანგრძლივ პროექტს შესთავაზებს და იმედი აქვს, რომ ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტისგან თანხმობას მიიღებს…