Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო სერია ა-ში ბრუნდება ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, სამპდორიას ხელმძღვანელობა გუნდის თავკაცის რობერტო დ’ავერსას მუშაობით უკმაყოფილოა და მისი შემცვლელის ძიება უკვე დაწყებული აქვს.

გენუელები სერია ა-ს 16 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-15 პოზიციას იკავებენ და გასავარდნ ზონას მხოლდო 5 ქულით უსწრებენ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობას დ’ავერსას შეცვლა იუვენტუსის ყოფილი ტავკაცის ანდრეა პირლოს კანდიდატურით სურს, რომელიც ბიანკონერის დატოვების შემდეგ უსაქმოდ არის დარჩენილი.

წყაროს მტკიცებით, მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია და სამპა იტალიელი სპეციალისტის საბოლოო პასუხის მოლოდინშია.