Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ სოლიდური იუვენტუსი“

ანდრეა პირლომ კიევთან მატცის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კროტონესთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ უფრო სოლიდურად გვეთამაშა, რაც გამოგვივიდა.

„კროტონესთან მატჩში საშუალება გვქონდა, რომ რამდენიმე იდეა გამოგვეცადა და დღეს უფრო უფრო ორგანიზებულები ვიყავით. რა თქმა უნდა, პირველ ტაიმში შექმნილი შანსების უკეთ გამოყენება შეგვეძლო, თუმცა საერთო ჯამში თამაშს ვაკონტროლებდით.

„დღეს სწორედ ის როტაცია ვნახეთ, რაც გვსურდა. კულუსევსკი გლანგიდან სიღრმეში იწევდა, რაც კუადრადოს უფრო მეტ სივრცეს აძლევდა, რომ წინ წასულიყო.

„კიეზას ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. მას ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, რემსის და კულუსევსკის კი ტრეკვარტისტას პოზიციაზე და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ როტაციას უშუალოდ თამაშის მიმდინარეობისას მივმართოთ.

„ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ კრიშტიანუ რონალდუ გვაკლია და დიბალა ფორმაში არ არის, ამიტომ შეტევის სტრუქტურა შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ფეხბურთელები საჭირო პოზიციაზე იყვნენ.

„დიბალა ? მას დღესაც შეეტყო, რომ 100 პროცენტით მზად არ არის, თუმცა ნელ-ნელა ის ჩვეულ სიმაღლეს დაუბრუნდება.“