Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ სუარესის იუვეში ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა“

ანდრეა პირლომ სამპდორიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა, მათ შორის ლუის სუარესის იუვეში შესაძლო ტრანსფერზე.

„მეც და ბიჭებიც თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. მართალია ხვალინდელ მატჩში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაგვაკლდება, თუმცა გუნდში ბევრი უნიჭიერესი მოთამაშეა და ეს პრობლემა არ უნდა იყოს.

„გუნდმა შესანიშნავი შევსება მიიღო, კულულევსკი და პელეგრინი სერია ა-ს უკვე იცნობენ და ისინი გუნდში ადაპტაციას უფრო მარტივად გაივლიან, მაკკენის და არტურს კი ცოტა დრო დასჭირდებათ.

„რა ფორმაციით ითამაშებს ჩემი იუვე ? ბევრჯერ მოვისმინე, რომ მე ანტონიო კონტეს ან მაურიციო სარის სქემას მივყვებოდი, თუმცა მე ჩემი იდეები მაქვს. მინდა, რომ ჩემმა გუნდმა თამაშზე კონტროლი დააწესოს და შემტევი ფეხბურთი ითამაშოს.

„ხვალ რთულ მატჩს ველოდები, რადგან ყველამ ვიცით, რომ კლაუდიო რანიერი შესანიშნავი მწვრთნელია და მან ეს არაერთხელ დაამტკიცა. შევეცდებით, რომ ხაზებს შორის სივრცეები ვიპოვოთ, თუმცა მათ კონტრ- შეტევებს უნდა ვუფრთხილდეთ.

„ხვალ რონალდუ და კულულევსკის დუეტი შეუტევს, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე კი სიღრმიდან სხვადასხვა ფეხბურთელი აიწევს.

„რა სიტუაციაა ცენტრ-ფორვარდთან დაკავშირებით ? მე უკვე ვთქვი, რომ გუნდში ცხრიანი მჭირდება, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დროა და არსად გვეჩქარება.

„სუარესი ? იტალიური პასპორტის მიღებას ძალიან დიდი დრო სჭირდება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის იუვეში ვიხილოთ.

„იგუაინი ? პიპიტამ წასვლის სურვილი თავად დააფიქსირა, ამიტომ ჩვენ საერთო შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გავწყვიტეთ და პიპიტას წასვლის საშუალება მივეცით.

„ხედირა? ის ჯერჯერობით ტრავმირებული და გუნდს ვერ დაეხმარება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.