Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავთ“

იუვენტუსმა პირლოს ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა. ბიანკონერიმ ამხანაგურ მატჩში სერია ც-ს ბინადარ ნოვარას 5 – 0 სძლია.

გოლები აარონ რემსიმ, მარკო პიაცამ, კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანეს, რასაც მანოლო პორტანოვას დუბლი დაემატა.

„ჩვენ სხვადასხვა სქემებს განვიხილავთ. პირველ ნახევარში 4 მცველით ვითამაშეთ, თუმცა სხვადასხვა სიტუაციაში გუნდი 3 მცველზე გადადიოდა, მეორე ნახევარში კი მხოლოდ 3-მცველიანი ტაქტიკა ავირჩიეთ.

„გუნდისთვის ენთუზიაზმი და გამარჯვების წყურვილი აუცილებელია, რაც ბიჭებს ნამდვილად აქვთ. ჩვენ ახალ სამწვრთნელო მეთოდებზე გადავდივართ და ფეხბურთელები ცვლილებებს კარგად ეგუებიან.

„იმედს, რომ გულშემატკივრები სტადიონზე პირველივე ტურში დაბრუნებიან, არ ვკარგავთ. მათი მოედანზე ყოფნა როგორც ჩვენთვის, ასევე სხვა ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„რონალდუ? ის თავს შესანიშნავად გრძნობს, რაც დღესაც დაამტკიცა და ნაკრებშიც აჩვენა. ის ყველაფერს მშვიდად და პროფესიონალიზმით აკეთებს.

„ფორვარდი? დიახ, ცენტრალურ ზონაში ერთი ფეხბურთელი აუცილებლად მჭირდება, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.”

Leave a Reply

Your email address will not be published.