Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ ტაქტიკურმა გეგმამ ბარსასთან იმუშავა“

2013 წლის შემდეგ პირველად, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე სახლში პირველად დამარცხდა. 38-მატჩიანი წაუგებელი სერია ანდრეა პირლომ და მისმა იუვენტუსმა შეწყვიტა, კამპ ნოუზე 3 – 0 იმარჯვა და ჯგუფის პირველი ადგილიც დაიკავა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ანდრეა პირლომ გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ თამაში იგივე შემართებით დაგვეწყო, რაც დერბის მეორე ტაიმში ვაჩვენეთ. როდესაც მატჩს ყურადღებით, კონცენტრაციით და მონდომებით იწყებ, ხარისხი აუცილებლად გამოჩნდება.

„ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც მათ 2 ნახევარმცველს ჩვენს 3 ფეხბურთელთან უწევდა თამაში და მაკკენის ეძლეოდა შანსი, რომ წინ წასულიყო.

„ტაქტიკურმა გეგმამ იმუშავა, ფეხბურთელებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვეს და რაც მთავარია, შექმნილი მომენტები ძალიან კარგად გამოვიყენეთ.“

81 წუთზე იყო მომენტი, როდესაც კრიშტიანუ საკუთარ მოედანზე ჩავიდა და მესის ბურთი აართვა.

„რონალდუ და მესი მუდმივი მეტოქეები არიან და კრიშტიანუ ძალიან მოტივირებული იყო. როდესაც ის მატჩს ასეთი მოტივაციით იწყებს, მისი შეჩერება შეუძლებელია და გუნდისთვის  ყველაფერი უფრო მარტივი ხდება.

„სეზონში ძალიან ბევრი თამაშია და ასეთ მატჩებში მოტივაციის პოვნა ძნელი არ არის, თუმცა ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგი ასეთი მიდგომით და შემართებით გავიდეთ. სერია ა ჩვენი უპირველესი მიზანია და ვერ დავუშვებთ, რომ ქულების კარგვა განვაგრძოთ.“