Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ უკან გადადგმული ნაბიჯი“

ანდრეა პირლომ რომასთან მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ სამპდორიასთან გუნდმა გაცილებით მაღალი დონის თამაში აჩვენა, ვიდრე დღეს.

„ჩვენ სეზონის საწყის ტურებში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გუნდებს შევხვდით და ვიცოდი, რომ რომასთან სხვანაირად უნდა გვეთამაშა.

„დღევანდელი მატჩი ხარისხის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა ჩვენ სეზონის წინ ამხანაგური მატჩების ჩატარების საშუალება არ გვქონია და გასაკვირი არ არის, რომ საწყის ეტაპზე გარკვეული ჩავარდნები გვექნება.

„ჩვენი გეგმა თამაშის წინ იყო, რომ ერთი-ერთზე სიტუაციებით გვესარგებლა, თუმცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ გვეგონა. ისეთი ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც რომაა, ყოველთვის რთული იქნება.

„კულუსევსკის და კუადრადოს დაცვის ხაზი უფრო უნდა გაეშალათ და სივრცეები შეექმნათ, თუმცა გუნდმა არასწორი მოძრაობა დაიწყო და ყველა ერთი მიმართულებით მოძრაობდა. ამის გამოსწორებას დრო სჭირდება და დროთა განმავლობაში ყველაფერი დაიხვეწება.

„აქვს თუ არა ინტერს უფრო მეტი სიღრმე ? ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა ერთი რამ ნათელია, მათ წელს უფრო კარგი შემადგენლობა ჰყავთ და ჩემი აზრით სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება.“