Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება…“

ანდრეა პირლომ მილანის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის მიმოხილვის და ფეხბურთელების სანახავად დააკლიკეთ აქ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და ჩვენი მეტოქეების შედეგები საერთოდ არ გვადარდებდა. ჩვენ ჩვენს თამაშზე ვიყვით კონცენტრირებული. სატურნირო ცხრილზე საუბარს ახლა აზრი არ აქვს, რამდენიმე თვეში ყველასთვის ყველაფერი ნათელი იქნება.

„მე მომეწონა გუნდის მიდგომა. დღეს იუვენტუსს თამაშის გაკონტროლება უნდოდა და ამას წარმატებით გაართვა თავი.

„კიეზა ერნანდესის წინააღმდეგ ? მე მინდოდა, რომ ტეოზე მაქსიმალურად დიდი ზეწოლა ყოფილიყო და მას წინსვლის საშუალება არ ჰქონოდა ისე მარტივად, როგორც ის ამას აქმდე აკეთებდა.

„ჩვენ კიეზა სწორედ ამისთვის შევიძინეთ, მისი პოზიცია მოედანზე შეიძლება შეიცვალოს, თუმცა მისი როლი არ იცვლება.”

მსაჯმა როდრიგო ბენტაკური დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა, ადრიენ რაბიო კი გუნდს დაუბრუნდა.

„რაბიომ ორი მატჩი გამოტოვა და მისი ენერგია დღეს გუნდს ძალიან გამოადგა. რაბიოს მოედნის ორივე მხარეს ძალიან კარგად შეუძლია თამაში და ჩემი აზრით, მან თავად არ იცის, თუ რამხელა პოტენციალი აქვს.

„ბენტაკური კი დაღლილი იყო და მეორე ყვითლის მიღების რისკი ნამდვილად არსებობდა, ამიტომ მისი შეცვლის გადაწყვეტილება მივიღეთ.

„მილანის გოლი ? ყველამ დაინახა, რომ ჩალჰანოღლუმ თამაშის წესები დაარღვია და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. შემდეგ დანილოს უფრო აგრესიულად თამაში მართებდა, თუმცა ეპიზოდი ჯარიმით დაიწყო.

„დიბალა ? იუვენტუსის შემადგენლობაში ყველა ძირითადის ფეხბურთელია. საბედნიეროდ მე თამაშიდან თამაშამდე, ოპონენტის შესაბამისად როტაციის საშუალება მაქვს.

„ჩვენ გვსურს, რომ დიბალამ ფიტნესის დონე დაიბრუნოს, რადგან ის 100 პროცენტით მზად არც ახლა არ არის.

„ვთხოვ თუ არა იუვეს დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ? არა, ეს ჩემი საქმე არ არის, მე კონტრაქტები არ მეხება.“