Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო შესაძლოა უდინეზესთან მატჩის შემდეგ დაითხოვონ

La Stampa-ს ინფორმაციით, მომდევნო ტურში უდინეზეს წინააღმდეგ წარუმატებლობის შემთხვევაში, ანდრეა პირლო იუვენტუსის მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

ბებერმა ქალბატონმა ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 4 ქულა მოაგროვა და მათი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

წყაროს ინფორმაციით, უდინეში წარუმატებლობის შემთხვევაში პირლო გუნდს დატოვებს და მის ნაცვლად სეზონის ბოლომდე იუვენტუსს მაესტროს ასისტენტი იგორ ტუდორი გაუძღვება.