Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ ჩემპიონატს დეტალები იგებს“

Cesena 01/11/2020 - campionato di calcio serie A / Spezia-Juventus / foto Insidefoto/Image Sportnella foto: Andrea Pirlo

ანდრეა პირლომ ლაციოსთან ნათამაშები 1 – 1 შემდეგ კომენტარი გაკეთა.

„ჩვენ ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ, ლაციოს კარში დარტყმის საშუალება ფაქტობრივად არ ჰქონია. ჩემპიონატს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიგებთ, თუ თითოეულ დეტალს მაქსიმალურ ყურადღებას მივაქცევთ. ჩვენ ბურთზე კონტროლი შეხვედრის ბოლო 10 წამი დავკარგეთ და დავისაჯეთ კიდეც.

„გონება ფეხბურთელის ყველაზე დიდი იარაღია, თუ მოედანზე არასწორი მიდგომით გახვალ, კარგ თამაშს ვერ ჩაატარებ, დღეს კი ჩვენ აშკარად მეტი დავიმსახურეთ.

„რონალდუ ? ის ჩვენი წამყვანი მოთამაშეა და ეს ასე იყო ყველა გუნდში, სადაც მას უთამაშია. კრიშტიანუს კოჭზე პრობლემა ჰქონდა და მისი შეცვლა მოგვიწია. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელემა კარგად ითამაშეს, თუმცა ბურთის დაჭერა საკმარისად ვერ მოვახერხეთ.

„ჩვენ გაუმჯობესებაზე სულ ვმუშაობთ და ახალი იდეების თამაშში ინტეგრირება გვსურს. დღეს კიეზა ბოლო წამს გამოგვაკლდა, კიელინი ტრავმირებულია, სანდრო და დე ლიხტი კი თამაშს კვლავ ვერ ახერხებენ, თუმცა ეს ყველაფერი თავის გასამართლებელი საბუთი არ უნდა გახდეს.“