Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ ჩემპიონთა ლიგაზე უპრობლემოდ გავალთ“

ანდრეა პირლომ ატალანტასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, ასეთი მატჩის ჩატარება ძალიან გვჭირდებოდა, მაგრამ მატჩის მიწურულს სამწუხაროდა რ გაგვიმართლა და შემთხვევითი გოლი გავუშვით, მაგრამ გუნდმა მონდომებით და საჭირო აგრესიით ითამაშა. იმედგაცურებულები ვართ, რადგან ჩვენ მინიმუმ ქულას ვიმსახურებდით.“

დიბალამ 3-თვიანი პაუზის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი დაიწყო, მაგრამ მან ბევრი ვერაფერი გააკეთა.

„მას ძალიან დიდი ხანი გაუცდა და ისეთი ფიზიკური გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ატალანტაა, 90 წუთი თამაშს ვერ მოახერხებდა. მისი ფიზიკური კონდიციების გათვალისწინებით, პაულომ კარგად ითამაშა.

„ფედერიკო კიეზას და დანილოს კვირის განმავლობაში გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, რონალდუს კი თამაში საერთოდ არ შეეძლო.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ატალანტა მთელს მოედანზე ბოლომდე იბრძოლებდა და ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. მთელი თამაშის განმავლობაში, იუვენტუსი ბურთს კარგად აკონტროლებდა და სივრცეებს კარგად ავსებდა.“

მიმდინარე სეზონში იუვენტუსმა რონალდუს გარეშე ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო.

„დამთხვევა არ არის, რომ რონალდუს 25 გოლი აქვს გატანილი. მან ატალანტასთან პირველ წრეშიც შესანიშნავად ითამაშა, ის ასეთი მატჩებისთვის იდეალური ფეხბურთელია და ასეთი მკვლელის ინსტინქტის მქონე ფეხბურთელის არყოფნა გუნდს დაეტყო.“

იუვენტუსი მეოთხე ადგილზეა და თუ დღეს ნაპოლი ინტერს დაამარცხებს, შესაძლოა მე-5 ადგილზე გადაინაცვლოს.

„ჩვენ მხოლოდ ჩვენს თამაშზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის პრობლემა არ გვექნება.“