Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:” ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”

იუვენტუსმა რონალდუს დუბლის და მაკკენის გოლის წყალობით კროტონეს მარტივად მოუგო და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ტურინელებს ამ ეტაპისთვის 45 ქულა დაუგროვდათ და ინტერს 8 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ იუვეს ერთი მატჩი ნაპოლის წინააღმდეგ მარაგში აქვს.

შეხვედრის მიმოხილვა იხილეთ აქ.

„საწყის წუთებში ცოტა ნერვიულები ვიყავით, შესაძლოა წინა მატჩებმა გარკვეული გავლენა იქონია, თუმცა შემდეგ გოლებმა დამშვიდების საშუალება მოგვცა.

„სხვა ყველაფერი გუნდმა დღეს კარგად გააკეთა. სტარტი საუკეთესო არ იყო, თუმცა რაც მთავარია 3 ქულა მოვიპოვეთ.

„ტრავმები ? არ ვიცი, მოასწრებს თუ არა პორტუსთან მატჩისთვის რომელიმე ფეხბურთელი გამოჯანმრთელებას. ჩვენ წინ ჯერ ვერონასთან შეხვედრა გველოდება, სადაც ტრავმირებულებთან ერთად დანილოც დაგვაკლდება, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.

„კულუშევსკი ? ის ფორვარდი არ არის, თუმცა ალვარო მორატას გარკვეული პრობლემები აქვს, ამიტომ კულუს ადაპტაცია მოუწევს, რომ ალვაროს ცოტა დრო მისცეს.

„იუვენტუსი პარმა არ არის, ისინი უფრო კონტრ-შეტევებზე თამაშობდნენ, იუვეს წინააღმდეგ კი მეტოქეები დაცვაში ჯდებიან და კულუშევსკი ამას უნდა მიეჩვიოს.

„კიეზა ? ის მარჯვენა ფლანგზე უფრო პროდუქტიულია, თუმცა უკვე ვნახეთ, რომ ფედეს მარცხნივ თამაშიც საკმაოდ კარგად შუძლია.

„სკუდეტო ? ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.“