Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“

ანდრეა პირლომ სასუოლოსთან მატჩს წინ კომენტარი გააკეთა.

მილანთან მარცხის შემდეგ, დღევანდელ მატჩში გამარჯვება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ჩემპიონი არის ის, რომელიც ბოლომდე იბრძვის და არასოდეს ნებდება. ბოლო თამაშებს თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ საკუთარ თავს სირთულეებს თავადვე ვუქმნით, ასეთ დონეზე კონცენტრაციის დაკარგვა არ შეიძლება, თუ შენ ფოკუსირებული ხარ, ყველა წინაღობას გადალახავ და ეს დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ.

„სასუოლოს ბურთი ხშირად ჰქონდა და საკმაოდ დიდი ძალებითაც გვიტებდა, მაგრამ ჩვენ თავს კარგად ვიცავდით და კონტრ-შეტევებზე კარგად ვმოქმედებდით.

„დიბალა ? მისი გოლის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, პაულოს სამწუხაროდ ტრავმების გამო ბევრი გაუცდა და ფორმის დასაბრუნებლად თამაში სჭირდება.

„ბუფონი და რონალდუ ? ჩემპიონები მოედანზე ყოველთვის სხვაობას ქმნიდნენ და ეს არც ახლა შეცვლილა, თუმცა გამარჯვება რომელიმე ერთი ან ორი ფეხბურთელის დამსახურება არ არის, ეს მთელი გუნდის მსხვერპლის და შრომის შედეგია.

„ახლ ჩვენ წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება და იუვენტუსი ბოლომდე იბრძოლებს. როდესაც შენ იუვენტუსის ფორმა გაცვია, ვალდებული ხარ, რომ ყოველთვის კონცენტრირებული იყო და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯო, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დაისჯები.“