Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ ჩვენ მოდუნების საშუალება არ გვაქვს“

ანდრეა პირლომ კოპა იტალიას ნახევარფინალის პირველი მატჩის წინ, რომელიც ინტერის წინააღმდეგ სან სიროზე ხვალ, 23:45 საათზე დაიწყება, პრესკონფერენცია გამართა.

„მე ხვალ მინდა იმ გუნდის ხილვა, რომელმაც თავისი ძალა კარგად იცის. ჩვენ ხვალ 2-მატჩიანი დაპირისპირების პირველ რაუნდს ვთამაშობთ და ეს შეხვედრა გადამწყვეტი არ იქნება, მაგრამ იუვემ ეს თამაში მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ჩაატაროს.

„შემადგნელობაში ცვლილებები იქნება. კარში ბუფონს ვიხილავთ, რემსი კუნთის ტრავმის გამო ხვალ ვერ დაგვეხმარება.

„ჩვენს ფეხბურთელებს გამარჯვების სურვილი და ამბიცია კვლავ აქვთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

რა ისწავლა იუვემ ინტერთან მარცხის შემდეგ ?

„ძალიან ბევრი რამ. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ თუ გუნდი კონცენტრირებული არ არის, ჩვენ იუვენტუსი არ ვართ. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ამ მატჩიდან 3 დღეში ფინალში ნაპოლის შევხვდით და ტიტულის მოპოვებით საკუთარ თავში რწმენა დავიბრუნეთ.

„ახლა ჩვენ მოდუნების უფლება აღარ გვაქვს. სეზონის მეორე ნახევარი ახლა დაიწყო და წინ უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება.

„როგორი ტიპის თამაშს ველოდები ? ინტერის ჩვეულ თამაშს. ჩვენ მათ მწვრთნელს კარგად ვიცნობთ და თამაშის სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ. ისინი თავსკ არგად იცავენ და კონტრ-შეტევებზე ძალიან სახიფათოები არიან, ამიტომ შეცდომები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ.“