Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო:“ ცუდი სტარტი, მაგრამ იუვემ კარგი რეაგირება გამოავლინა“

ანდრეა პირლომ ლაციოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრის მიმოხილვა იხილეთ აქ.

„ჩვენ თამაში საკმაოდ ცუდად დავიწყეთ და ჩვენს შეცდომას გოლი მოყვა, თუმცა შემდეგ გუნდმა შესანიშნავი რეაგირება მოახდინა და ძალიან დიდი დანაკლისის მიუხედავად დიდებული მატჩი ჩაატარა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაშვებული გოლის შემდეგ გუნდი არ დაიბნა, ცივსისხლიანობა შეინარჩუნა და უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგება მოახერხა.

„გუნდს ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლია, თუმცა ამის მიუხედავად როტაციისთვის მიმართვა მოგვიწია, რადგან სულ მალე ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თამაში გვაქვს.

„დღეს ბიჭებმა განსხვავებულ პოზიციებზე ითამაშეს და გუნდისთვის ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს. მათ დიდი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და მათ დიდი მადლობა ეკუთვნით.

„რონალდუ ? მან 8-9 მატჩი ისე ჩაატარა, რომ საერთოდ არ დაუსვენია, ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ის დაისვენებდა, რადგან მისი დახმარება ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად დაგვჭირდება.“