Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პირლო:“ 23-წლამდელთა გუნდები უფრო მეტ კლუბს უნდა ჰყავდეს“

გუშინ ანდრეა პირლომ სპალის წინააღმდეგ იუვენტუსის 23-წლამდელთა გუნდის არაერთი ფეხბურთელი გამოიყენა და ტურინელებმა მეტოქე 4 – 0 დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე გავიდა და ნახევარფინალში ინტერს დაუპირისპირდება.

პირლომ მატჩზე იუვენტუსის ოფიციალურ არხთან ისაუბრა:

„ჩვენი მთავარი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც როგორც კოპაზე, ასევე მათ ლიგაში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მეტოქის სტატუსის მიუხედავად ჩვენ მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაციით გავსულიყავით და ეს ჩვენ პირველი წუთიდან მოვახერხეთ.“

იუვენტუსი არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც კანონში ცვლილება გამოიყენა, რომლის მიხედვითაც 23-წლამდელთა გუნდებს სერია ც-ში თამაშის საშუალებას აძლევს, რაც ფეხბურთელების განვითარებას უწყობს ხელს.

„იუვენტუსი პირველი და ერთადერთი გუნდია, რომელმაც მეორე გუნდი შექმნა და ჩემი აზრით, ეს ფეხბურთელების განვითარებისთვის იდეალური ადგილია. ჩემი აზრით, სხვა გუნდებმა უნდა მოგვბაძონ და ‘ბ’ გუნდები შექმნან, რაც ზოგადად იტალიურ ფეხბურთს დაეხმარება.“

გუშინ ნიკოლო ფიჯიოლის ძირითად გუნდში სადებიუტო მატჩი ჰქონდა.

„ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. ნიკოლო უკვე საკმაოდ დიდი ხანია ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მას შესანიშნავი პოტენციალი აქვს. ის თავიდან ტრეკვარტისტას პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა ჩემი აზრით მის მოედნის ხედვას უფრო პლეიმეიკერობა შეესაბამება.

„კულუშევსკი ? მას შეუძლია, რომ რამდენიმე პოზიციაზე ერთნაირად პროდუქტიული იყოს. დღეს მე მას ფორვარდის პოზიციაზე თამაში და სივრცეების ათვისება ვთხოვე, თუმცა დეიანს ფლანგებზე და ფორვარდების უკან თამაშიც შეუძლია.“

იუვენტუსის მომდევნო მეტოქე კოპა იტალიას მატჩში ინტერი იქნება. დაპირისპირება ამჯერად 2-ტურიანია, რომლებიც 2 და 9 თებერვალს გაიმართება.

„ჩვენ კოპა იტალიას მოგება გვსურს, ამიტომ ბედნიერები ვართ, რომ ინტერთან შეხვედრის საშუალება მოგვეცა, ამ მატჩსთვის უკეთ მოვემზადებით.“

დღეს ჯიჯი ბუფონი 43 წლის გახდა. დარჩება თუ არა ის იუვეში მომავალ სეზონშიც ?

„იმედი გვაქვს, ის ძალიან კარგ ფორმაშია და ყოველთვის, როდესაც ის მოედანზეა, ამას ამტკიცებს. ჩვენ მისი შენარჩუნება გვსურს.“