Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პირლო: 34 სასტარტო შემადგენლობა 34 მატჩში…

იუვენტუსმა მიმდინარე სეზონში ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით სტაბილური თამაში ვერ შემოგვთავაზა და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიანკონერის მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 34 მატჩში 34 სხვადასხვა სასტარტო შეამდგენლობა ჰყავდა, გასაკვირი სულაც არ არის.

ანდრეა პირლოს იუვენტუსი უფრო ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ახერხებდა ფონს გასვლას და ბიანკონერის ტაქტიკური მომზადება და მწვრთნელის საფეხბურთო ხედვა არ ეტყობოდა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 34 მატჩში 34 სხვადასხვა სასტარტო შემადგენლობა დიდწილად ტრავმების გამო გახლავთ, რის გამოც დანილოს მიმდინარე სეზონში 5 სხვადასხვა პოზიციაზე მოუწია თამაში…

გათიშვა