Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პისტოჩი:“ ორგანიზებული გუნდი ლუკაკუს ჯეკოთი არ ანაცვლებს…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მაურიციო პისტოჩიმ ინტერი ედინ ჯეკოს ტრანსფერის გამო გააკრიტიკა.

„ორგანიზებული და ამბიციური გუნდი 28 წლის კარიერის პიკში მყოფ ლუკაკუს 35 წლის ედინ ჯეკოთი არ ჩაანაცვლებდა. ფინანსური კრიზისის გამო ფეხბურთელის გაყიდვა გასაგებია, თუმცა მათ პირველ რიგში ახალგაზრდა ტალანტი უნდა დაემატებინათ, შემდეგ კი კიდევ ერთი ვეტერანის გაფორმებაზე ეფიქრათ.

„ვფიქრობ, რომ ინტერის პროექტი ლუკაკუს წასვლით საბოლოოდ დასრულდა და ბეპე მაროტას მცდელობების მიუხედავად, გუნდს ადრე თუ გვიან ახალი მფლობელები ეყოლება, მათ კი ყველაფრის დაწყება თავიდან მოუწევთ.“