Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიჩინინი:“ დონარუმას გადაწყვეტილება გაუგებარია…“

Sky Sport-ის ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო პიჩინიმ დონარუმას პსჟ-ში ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

„ჯიჯო დონარუმას გადაწყვეტილება ცოტა არ იყოს გაუგებარია და მე მილანიდან წასვლას არ ვგულისხმობ. მისი არჩევანი ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული.

„პსჟ კეილორ ნავასს, რომელმაც გუნდთან კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა და ის ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, სკამზე ნამდვილად არ დასვავს, ამიტომ პარიზელებისთვის ჯიჯო პირველ ნომრად არ მოიაზრება. დიდი ალბათობით მას მომდევნო ერთი ან ორი სეზონის გატარება რომელიმე გუნდში იჯარით მოუწევს, რაც მის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.“