Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პიჩინი:“ ატალანტას ტიტულების მოგება შეუძლია“

ატალანტას ახალმა შენაძენმა, კრისტიანო პაჩინიმ, რომელიც ბერგამოელებს ვალენსიიდან იჯარის წესით შეუერთდა, პირველი კომენტარი გააკეთა.

„ატალანტას უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს და გუნდი არაჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობს.

„გუნდის სავარჯიშო ცენტრი უკვე დავათვალიერე და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. აქ ყველაფერი ისეა, როგორც ევროპის ტოპ გუნდს შეესაბამება. მე ვალენსიაში, რეალ ბეტისში და სპორტინგში მითამაშია, თუმცა ასეთი სავარჯიშო ცენტრი არც მათ არ აქვთ. მე ვამაყობ, რომ ასეთი ორგანიზაციის წევრი გავხდი.

„ატალანტას აქვს ყველაფერი, რომ სერია ა-ში და ჩემპიონთა ლიგაზე ტიტულების მოსაგებად იბრძოლოს. მე შრომისმოყვარე ფეხბურთელი ვარ, რომელმაც უმაღლეს ლიგაში გზა სერია ც-დან გაიკვალა, ამიტომ გამოწვევებისთვის მზად ვარ და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას ვაპირებ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.