Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პლატინი:“ მარადონასთან ერთად, ნაპოლიში გადასვლის შანსი მქონდა“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, მიშელ პლატინიმ დიეგო მარადონას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მასზე უკეთესო სწორედ ლეგენდარული არგენტინელი იყო.

პლატინი და მარადონა 1980-იან წლებში სკუდეტოსთვის იბრძოდნენ და ნაპოლიმ სწორედ მაშინ მოახერხა გუნდის ისტორიაში 2 სკუდეტოს მოგება.

„ჩვენ პირველად ერთმანეთს 1979 წელს, ბუენოს აირესში შევხვდით. როდესაც ის ნაპოლის შეუერთდა, მაშინ პარტენოპეი იუვენტუსის დონეზე იყო. მათ მარადონას გარშემო შესანიშნავი გუნდი ააშენეს, ჯორდანო, კარესა და სხვები…

„დიეგოს ყველაფერი ჰქონდა, კარგი გუნდი და დიდებული მარცხენა ფეხი. სისწრაფე, რომელიც არც იქამდე და არც მას შემდეგ არ მინახავს. შენ ვერ იქნები მარადონა, თუ ეს მახასიათებლები არ გაქვს.

„ის გუნდისთვის ყოველთვის ძალიან ბევრს აკეთებდა და დიეგო ყველას უყვარდა. მოედანზე ის ყველას პატივს სცემდა. ნაპოლის მაშინ ჩემი გაფორმებაც სურდა და მქონდა შანსი, რომ მარადონასთან ერთად მეთამაშა.

„ჩემი კუმირი იოჰან კრუიფი იყო, თუმცა მარადონა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ჩემზე უკეთესი იყო…“