Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პლატინი:“ სუპერ ლიგა ? იუვენტუსი და ანიელი ყოველთვის იარსებებენ!“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და UEFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ სუპერ ლიგის შესახებ ისაუბრა.

„ბრძოლა უეფასა და სუპერ ლიგის გუნდებს შორის ? ეს საკითხი უკვე სასაცილო ხდება, რადგან გუნდები ფორმულის შეცვლას უკვე 50 წელია ითხოვენ.

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ სუპერ ლიგის პროექტი უეფას გამო ჩაიშალა, ის ძალიან ცდება. ყველაფერი ფეხბურთის ქომაგების და ჟურნალისტების დამსახურებაა, რომლებსაც სურთ, რომ გუნდების ერთიანობა შენარჩუნდეს.

„ვფიქრობ, გუნდებს აქვთ ყველა უფლება იმისა, რომ FIFA-ს და UEFA-ს ტურნირებზე მონაწილეობა არ მიიღონ და თავიანტი ჩემპიონატი ჩამოაყალიბონ.

„შეძლებს თუ არა UEFA იუვენტუსის, ბარსელონას და რეალის ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას ? რა თქმა უნდა არა. ჩეფერინის სიტყვების მიუხედავად, (ანიელი ჩემთვის აღარ არსებობს. ავტ.) ანიელი და იუვენტუსი ყოველთვის იარსებებს, აი UEFA-ს და FIFA-ს არსებობაზე კი ასეთი დარწმუნებული არ ვარ.“

შეგახსენებთ, რომ UEFA იუვენტუსის, რეალის და ბარსელონას წინააღმდეგ სასამართლოში ბრძოლას განაგრძობს, თუმცა მადრიდის სასამართლოს შემდეგ, აღნიშნული ტრიოს მხარე ამჯერად შვეიცარიის იუსტიციის სამინისტრომ დაიჭირა და განაცხადა, რომ UEFA-ს გუნდების დასჯისთვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.