Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პლეი-ოფში გასვლის შემდეგ, ინტერის სატრანსფერო გეგმები შეიცვალა

იტალიური მედიის ინფორამციით, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემდეგ, რის გამოც ნერაძურიმ დამატებითი 20 მილიონი გამოიმუშავა, გუნდის სატრანსფერო გეგმები ზამთარში შეიცვალა.

FcInterNews-ის ინფორმაციით, ბეპე მაროტას ჩემპიონთა ლიგაზე გამომუშავებული 63 მილიონიდან გარკვეული თანხის დახარჯვის შესაძლებლობა ექნება და ისინი იანვარში ორი ფეხბურთელის დამატებას ეცდებიან.

პირველი მათგანი მადრიდის რეალის ფორვარდი ლუკა იოვიჩი გახლავთ, რომელიც ესპანური გრანდის გეგმებში აღარ შედის და ბლანკოსს მისი გასხვისება სურს. ინტერი ფორვარდის იჯარით დამატებას შეეცდება, შემდგომში გამოსყიდვის პერპსექტივით.

მეორე ფეხბურთელი კი ინტერის ქომაგებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ნაიტან ნანდესია, რომელიც ბენეამატას რიგებში ტრანსფერთან ახლოს გასული ზაფხულის პერიოდში იყო, მაგრამ გუნდებს შორის ფინანსურ საკითზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და ტრანსფერიც ჩაიშალა, თუმცა ნანდესის აგენტსა და ინტერს შორის კავშირი არ შეწყვეტილა და ბეპე მაროტა ურუგვაელი ნახევარმცველის დამატებას ზამთარში შეეცდება.